საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, აცხადებს რეგისტრაციას ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგზე დასასწრებად თემაზე - სამოქალაქო საქმეების განხილვა ბავშვის მონაწილეობით;
ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ:საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით;
გთხოვთ, რეგისტრაციის დროს, სამოტივაციო წერილში ყურადღება გაამახვილოთ, თუ რატომ არის თქვენთვის საინტერესო ტრენინგის თემა.
ტრენინგს დაესწრება დარეგისტრირებული პირველი 25 ადვოკატი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს.
შერჩეული ადვოკატები მიმდინარე წლის 7,8,9 თებერვალს გაივლიან სამ დღიან სიღრმისეულ და ინტენსიურ ტრენინგს თემაზე - სამოქალაქო საქმეების განხილვა ბავშვის მონაწილეობით;
დასწრება სავალდებულოა სამივე დღეს.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.01.2019 18:00 სთ-მდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეგისტრაციისთვის გამოიყენოთ ბმული
ტრენინგის ჩატარების ადგილის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ ტრენინგზე დარეგისტრირებულ ადვოკატებს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას გიხდით ტრენინგით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!